საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან, “ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ“ უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს - სახელმწიფო დეპარტამენტი

რუსეთს ოკუპირებული საქართველოს აქვს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთთან საერთაშორისოდ აღიარებული სახმელეთო საზღვრის ნაწილს, ამიტომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება “ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ“, ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ამის შესახებ ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.


ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მთავრობას რესურსების სიმცირით გამოწვეული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად დახმარება სთხოვა. შეზღუდული რესურსები აფერხებს საზღვრების უსაფრთხოების დაცვის მცდელობებს, როგორიცაა, Iris სკანერი აეროპორტებისთვის, ძრავების შეცვლა საპატრულო ნავებისთვის და აღჭურვილობა სწრაფი რეაგირების გუნდებისთვის.“

„სასაზღვრო პოლიცია საქართველოს მწვანე საზღვრებს 65 სასაზღვრო პუნქტიდან აკონტროლებს, რომელთაგან დაახლოებით, 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია და მთელი წლის განმავლობაში პერსონალის საცხოვრებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს. შედეგად, რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, მაღალ სიმაღლეზე არსებულ საზღვრის მონაკვეთებზე ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს,“ - ნათქვამია ანგარიშში.

ინფორმაციისთვის, ტერმინი "მწვანე საზღვარი" სასაზღვრო-გამტარ პუნქტებს შორის სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის ნაწილის აღსანიშნავად გამოიყენება" - ასე განმარტავს "მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია" "მწვანე საზღვრის" მნიშვნელობას.