უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 11 დრონიდან 10 ჩამოაგდო - საჰაერო ძალები

საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 11 თავდასხმის დრონიდან 10, ასევე, რუსეთის მიერ გაშვებული Kh-59 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს.

უპილოტო თვითმფრინავები, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან იყო გაშვებული, ოდესის ოლქის თავზე ჩამოაგდეს. სამხრეთის თავდაცვის ძალების ცნობით, ერთი დარჩენილი დრონი ინფრასტრუქტურას დაეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 84 სამხედრო შეტაკება მოხდა, უკრაინელებმა ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით 21 თავდასხმა მოიგერიეს.

წინა ღამეს უკრაინულმა ძალებმა 25 თავდასხმის დრონიდან 18 ჩამოაგდეს.