ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 443 ადამიანს დაუდასტურდა, 461 გამოჯანმრთელდა, 6 კოვიდინფივირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 051 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 226 PCR ტესტით.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 269 438 შემთხვევაა დადასტურებული. 263 257 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 463 კი გარდაიცვალა.
დადებითობის მაჩვენებელი: 23 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.36%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.36%.
443 ახალი შემთხვევიდან 213 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 15, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 37, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 2 692, საიდანაც: 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 748, აჭარაში - 175, იმერეთში - 323.
მძიმე პაციენტი 302, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში - 33, იმერეთში - 99.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 103, მათგან თბილისში - 68, აჭარაში- 8, იმერეთში - 9.
193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 74 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 899 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 105, ხოლო აჭარაში - 91.
სულ 6 ოქტომბრიდან - 23 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 107 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 025 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 152 პირი, აჭარაში - 440, იმერეთში - 763.