მოლდოვამ და საბერძნეთმა გაზის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მოლდოვის სახელმწიფო კომპანია Energocom-ის განცხადებაშია ნათქვამი.
„მოლდოვა და საბერძნეთი ბუნებრივი გაზის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ, მათ შორის, თხევადი გაზის ჩათვლით, აგრეთვე გაზის შენახვის ობიექტების გამოყენებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენების მიმართულებით. დოკუმენტზე ხელმოწერა ჩვენს შორის ნაყოფიერ და სტრატეგიულ თანამშრომლობას ცხადყოფს,“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა ვიქტორ ბინზარმა. ამ თანამშრომლობის წყალობით, Energocom მოლდოვის შიდა ბაზრის საჭიროებებ დააკმაყოფილებს და მისი წყაროებისა და მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს.