აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და მხარეებს მოუწოდებს, დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ განცხადებას ის Twitter-ზე აქვეყნებს.
„შეშფოთებულები ვართ საქართველოში ნიკა მელიას დაპატიმრებით. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად თავიდან აიცილონ ესკალაცია და მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ“, - წერს ჯეიკ სალივანი.