NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ უფრო უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვით ომში, მიუხედავად ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციისა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი.
სტოლტენბერგმა აღნშნა, რომ ის ყოველთვის ფრთხილია ბრძოლის ველზე სიტუაციის პროგნოზირებასთან დაკავშირებით, რადგან ომი არსებითად არაპროგნოზირებადია. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტ მხარდაჭერას გაუწევს ალიანსი უკრაინას, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს ომი.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინისთვის ტრაგედია იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს და რომ ეს სახიფათო იქნება თავად ალიანსისთვისაც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მიაღწიოს გამარჯვებას. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის ფრონტის ხაზზე ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა უკრაინულმა ძალებმა შეძლეს და რუსეთის ჯარებს დიდი ზარალი მიაყენეს.