უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ და იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სამინისტრომ განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო და იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სამინისტრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, ენერგეტიკის გარდამავალი და განახლებადი ენერგიის წყაროების სფეროში. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ სვიტლანა ჰრინჩუკმა და იტალიის გარემოს დაცვის სამინისტროს ვიცე მინისტრმა ვანიამ,“ - წერია განცხადებაში.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტექნოლოგიების გადაცემისა და შესაძლებლობების განვითარებას განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის სექტორებში და სხვა. როგორც ცნობილია, COP28 კლიმატის სამიტზე დუბაიში (UAE) 22 ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ, მსოფლიოს მოუწოდა, განავითაროს ბირთვული ენერგია.