სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი.

„4 დეკემბერს, დაახლოებით 14:35 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ბარძრუნის რაიონში მდებარე სომხური ჯარისკაცების პოზიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ჯარისკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.” - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. აზერბაიჯანული მხარის კომენტარი ჯერ არ გავრცელებულა.