ადამ კინზინგერი: არ ვფიქრობ, რომ სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ

არ ვფიქრობ, რომ ამ წუთში წკეპლის, მაგალითად სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ. საქართველო ჩვენი მეგობარია, ახლა შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კინზინგერი იმედოვნებს, რომ აგრესიული ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ იქნება.

„რაც შეეხება ინსტრუმენტებს, არ მინდა ვისაუბრო საბაზისო, განსჯის და დაჯილდოების, წკეპლისა და თაფლაკვერის საბაზისო საკითხებზე, როცა საქმე პოზიტიურ ინიციატივას ეხება. ჩვენ გვაქვს საქართველოს მხარდამჭერი აქტი, გვაქვს მჭიდრო სამხედო თანამშრომლობა. ეს ისაა, რისი გადაფასებაც მოგვიწევს, თუ ღრმა დემოკრატიულ უკუსვლას ვიხილავთ, მაგრამ იმედია, ეს უბრალოდ ჩავარდნაა და არ იქნება საჭირო აგრესიული ნაბიჯების გადადგმა. არ ვფიქრობ, რომ ამ წუთში წკეპლის, მაგალითად სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ. საქართველო ჩვენი მეგობარია, ახლა შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს“, - განაცხადა კინზინგერმა.

მისი თქმით, ის რაც სიტუაცია, რაც საქართველოშია, ამერიკაშიც უნახავთ. ადამ კინზინგერი ამ ეტაპზე, სანქციებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლა, ხელს შეუშლის საქართველოს მხარდამჭერი აქტის წინ წაწევას.

"ახლა შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ვისაუბრებთ პოზიტიური ინიციატივების უკან წაღებაზე, როგორიცაა მხარდამჭერი აქტი, ამის წინ წაწევა ძალიან გართულდება თუ ავტორიტარიზმში ვარდნას ვიხილავთ," - ამის შესახებ ადამ კინზინგერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.