სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქციები ისევ გამწვავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
აქციები იმართება როგორც ერევანში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. აქციებში მონაწილეობას ათასობით ადამიანი იღებს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მთავრობას ადანაშაულებენ მთიანი ყარაბაღისთვის ომში დამარცხებაში. აქციის მონაწილეები ნიკოლ პაშინიანს "მოღალატეს" უწოდებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
დედაქალაქ ერევანში, რესპუბლიკის მოედანთან, სამთავრობო შენობების დასაცავად პოლიციის კორდონებია განლაგებული.
გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე 25 ადამიანი დააკავეს