საჯარო სკოლებში დირექტორობის შესარჩევ კონკურში მონაწილე მაია ეკალაძემ განათლების სამინისტროს შენობის წინ, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, შიმშილობა დაიწყო.
მისი თქმით, კონკურსთან დაკავშირებით კითხვა პირველად 6 თვის წინ დასვა და რამდენიმე განცხადებითაც მიმართა სამინისტროს. მას მინისტრი გუშინ, 4 დეკემბერს, შეხვდა, თუმცა შიმშილობა მაინც დაიწყო.
მაია ეკალაძესთან ერთად სამინისტროს წინ არია მისი კოლეგები: დათო ფერაძე და გიორგი ჭაუჭიძე. მათაც სკოლის დირექტორობა სურდათ.
"მე სერტიფიკატი მომცეს, რის შემდეგაც უნდა მიმეთითებინა სასურველი სამი სკოლა. არცერთში არ წარმადგინეს, ერთ-ერთში, 23-ე საჯარო სკოლაში კი დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნეს,"- ამბობს დათო ფერაძე რადიო თავისუფლების ცნობით. მისივე თქმით, 500-მდე სერტიფიცირებული კანდიდატიდან 390 დაბლოკეს. პროტესტის მონაწილეები დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს არ ეთანხმებიან. მასწავლებლების ინტერესებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნები” იცავს.