ჯანმო: Covid-19-ის პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წელს დასრულდება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემია 2022 წლის დასაწყისში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

ჰანს კლუგეს თქმით, COVID-19 კვლავ გავრცელებული იქნება 2021 წელს, თუმცა ის უფრო მართვადი გახდება, ვიდრე 2020 წელს იყო.

„ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოვიტოვეთ, რადგან ახლა უფრო მეტი ვიცით კორონავირუსის შესახებ, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ის იწყებდა გავრცელებას“, – განაცხადა კლუგემ.

მისივე განცხადებით, ეს მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარია. წინასწარ პანდემიის მომავალი არავინ იცის.

”ვირუსი კვლავ გაგრძელდება, მაგრამ, ვფიქრობ, შეზღუდვები არ იქნება საჭირო. ეს არის ოპტიმისტური მესიჯი ”, - თქვა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ის ფაქტი, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის, ნორმალური მოვლენაა და საჭირო შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ვაქცინების მოდიფიცირება.