უკრაინულმა ძალებმა უპილოტო თვითმფრინავებით დაარტყეს რამდენიმე რუსულ სამხედრო ობიექტს ოკუპირებულ ყირიმში, იტყობინება გამოცემა Hromadske სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. მისი მიხედვით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) და ქვეყნის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (HUR) სამიზნე ერთ-ერთი ობიექტი იყო საზღვაო ნავთობის ტერმინალი ფეოდოსიაში.
„SBU-მ ასევე დაარტყა Nebo-M სარადარო სისტემას აღმოსავლეთ ყირიმის სოფელ ბაჰეროვესთან, ასევე სამხედრო ვერტმფრენის სადგომ, P-18 Terek-ს სარადარო კომპლექსს, და Baikal-1M-ის საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების კონტროლის სისტემას ნახევარკუნძულზე,“ განუცხადა Hromadske-ს სხვა წყარომ.
ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი უკრაინის თავდასხმების სამიზნეა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, კიევი ყირიმის ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.