ცნობილია, როდის განაახლებენ რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ ბათუმში - 1 მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან, შაბათ-კვირის გარდა.

აუცილებელი იქნება დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.