რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ წითელას ეპიდემია გამოაცხადა.
გადაწყვეტილება „წითელას შემთხვევების საგანგაშო ზრდის გათვალისწინებით მიიღეს.
რუმინეთში წითელას 2000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა - დაავადება გამოვლინდა ქვეყნის 41 ოლქიდან (რეგიონიდან) 29-ში. რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მცხოვრებთა 78%-მა მიიღო ვაქცინის პირველი კომპონენტი, ხოლო ბავშვების 62%-მა ორივე კომპონენტი მიიღო. რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ქვეყანაში ბავშვების 78%-მა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო ვაქცინაციის უფლების მქონე ბავშვების 62%-მა მიიღო ორი დოზა. ამასთან, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში აცრილი ბავშვების რიცხვი მცირდება.