მწერალთა სახლში წიგნი „PR & ურთიერთობის ფსიქოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართება

7 დეკემბერს, მწერალთა სახლში წიგნი „PR & ურთიერთობის ფსიქოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართება.

  • წიგნის ავტორები არიან სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი - ირინა ცერცვაძე და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგი - თეონა შარიქაძე.

წიგნში განხილულია PR-ის თანამედროვე ტექნოლოგიების კონცეფციის, სტრატეგიისა და ეფექტიანი კომუნიკაციის მართვის სხვადასხვა მოდული, პროდუქტის ბრენდად ფორმირების ღირებულებათა სისტემა, კულტურის ძირითადი ტიპოლოგიური კონცეფციები, მოსაზრებები.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა (PR) და სხვა მომიჯნავე დისციპლინების დეფინიციები; PR - ის, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიის მეცნიერულ - თეორიული საფუძვლები და მისი როლი საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციისა და სოციალური სუბიექტების ურთიერთქმედების პროცესში.


გაანალიზებულია ყველა ის მოდული და პიარ-ინსტრუმენტი, რომელიც თანამედროვე ეპოქაში გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. ასევე განხილულია საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალი სტრატეგია, რომელიც დიდ აუდიტორიებთან საკომუნიკაციოდ გამოიყენება.

ნაშრომში გაანალიზებულია, კომუნიკაციური პროცესის სტრუქტურა, მახასიათებლები, ფუნქციები; ემოციების მართვის ძირითადი პრინციპები და ფსიქოლოგიური ასპექტები; საჯარო გამოსვლებისა და დარწმუნების ხელოვნების მნიშვნელოვანი მახასიათებლები, მექანიზმები.

წიგნში განხილულია კომუნიკაციის პროცესები და ამ პროცესებით მიღწეული შედეგები, რომლებიც ვლინდება ინტერპერსონალური ურთიერთობების დროს. მოცემული ნაშრომი განკუთვნილია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის. მათთვის ვინც დაინტერესებულია და მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.

წიგნის პრეზენტაცია 19:00 საათზე გაიმართება.