ცნობილია, როდის განაახლებენ საბავშვო ბაღები მუშაობას

1-ლი მარტიდან საბავშვო ბაღებში სწავლა აღდგება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლამდელი დაწესებულებები 1-ლი მარტიდან ფუნქციონირებას აღადგენენ.

ორ კვირაში ერთხელ კი მათი თანამშრომლების 20%-ს სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდებათ.