ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოლოს დროს გახშირდა რუსეთის მცდელობები, გახლიჩოს არამხოლოდ ლატვიის, არამედ, დასავლური საზოგადოებაც, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეირყეს.
„ფაქტობრივად, ეს არის მცდელობა, დამალოს ყველა ის სისასტიკე, რასაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში სჩადის, ეს პირდაპირი მუქარაც კი არ იყო, ეს იყო ანტისამთავრობო ქმედებებისკენ მოწოდების მცდელობა მათთვის, ვინც თავს ჯერ კიდევ რუსული სამყაროს ნაწილად გრძნობს და ვინც ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში ცხოვრობს," - განაცხადა რინკევიჩსმა.