სამთო კურორტებზე  სასტუმროები 25 თებერვლიდან, საბაგიროები კი 8 მარტიდან გაიხსნება

სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიეროები გაიხსნება 8 მარტიდან რეგულაციების სრული დაცვით.

„ხვალიდან, 25 თებერლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანადარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიეროები კი გაიხსნება რვა მარტიდან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.