იტალიამ ჩინეთს ოფიციალურად აცნობა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას ტოვებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი იტალიის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
2019 წელს იტალია გახდა G7-ის პირველი ქვეყანა, რომელიც ჩინეთის გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროგრამას შეუერთდა.
პეკინს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია.