ცნობილია, როდის განახლდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში

1-ლი მარტიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობა აღდგება, ხოლო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში - 15 მარტიდან განახლდება.

„უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას 1-ლი მარტიდან შეძლებენ, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან; სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.