იტალიური ოპერა UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

იტალიური საოპერო სიმღერა გაეროს კულტურული მემკვიდრეობის სიას დაემატა. UNESCO-მ განაცხადა, რომ მათ იტალიური ოპერა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კატეგორიაში შეიყვანეს, სადაც უკვე წარმოდგენილია იტალიური პიცის დამზადება.


კულტურის მინისტრი, ჯენარო სანჯულიანო UNESCO-ს გადაწყვეტილებას მიესალმა.

”ეს რაღაც ისტორიულია... ”ბელ კანტოს” ოპერის დიდი აღიარება UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში და ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით,” - განაცხადა მინისტრმა.