ქვეყნის მასშტაბით თეატრები და პროფესიული ანსამბლები წარმოდგენების მაყურებლის დასწრებით გამართვას 1-ლი აპრილიდან შეძლებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეპეტიციების განახლება 15 მარტიდან აღდგება.
იგივე სქემით იმოქმედებენ სპორტული კლუბები.