სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით აღდგება. ამ სახით მუშობას ისინი 8 მარტიდან დაიწყებენ.