რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება

რუსული მედიის ცნობით, ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება პალატამ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო.


„დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან,“ - ნათქვამია საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილებაში.

ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ პოლეტაევის განმარტებით, დადგენილების ძალაში შესვლიდან, ანუ ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან, ფაქტობრივად საარჩევნო კამპანია დაიწყება.