ავსტრალიამ რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის, FSB-ს თანამშრომლებს სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას საქმის ირგვლივ, 13 რუსს სანქციები დაუწესა. შესაბამის განცხადება ქვეყნის საგარეო უწყებამ გაავრცელა.

ავსტრალიის მთავრობამ ფინანსური სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) სამ აგენტს დაუწესა.

ავსტრალიამ 10 რუსს ასევე ფინანსური სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა დაუწესა.


რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს.

„სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.


გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს.

აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“.

ლატვიამ სანქციები დაუწესა რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ.