თურქეთისა და საბერძნეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ განაცხადეს

თურქეთისა და საბერძნეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. ათენში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას, კატერინა საკელაროპულუმ ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის დაახლოებაზე.


„როგორც არასდროს, ისეა საჭირო, რომ საბერძნეთმა და თურქეთმა ერთად იმუშაონ თანამშრომლობის გასაძლიერებლად, საერთაშორისო სამართლის ხელშეწყობისა და ფართო რეგიონის კეთილდღეობისთვის,“ განაცხადა საკელაროპულუმ. 

ერდოღანმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ მისი ვიზიტი ათენში, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებას. მისი თქმით, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდა ერთ-ერთი მიზანია.

ბოლო 6 წლის განმავლობაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. მას ათენის აეროპორტში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯორჯ გერაპეტრიტისი დახვდა.