ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ჩინეთის მონაწილეობა უკრაინის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ შეხვედრებში მნიშვნელოვანია.
ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს პეკინს, გამოიყენოს მთელი თავისი გავლენა რუსეთზე, რათა პუტინმა უკრაინაში ომის დაასრულოს.
„ომის დასაწყისიდანვე ნათლად განვაცხადეთ - როგორ დაიკავებს ჩინეთი თავის პოზიციას უკრაინაში რუსულ აგრესიასთან მიმართებით, განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ვუყურებთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს და ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩინეთის პოზიციონირებას.
რუსეთის აგრესიული ომი არის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების აშკარა დარღვევა და ეს არის სერიოზული საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ჩინეთმა უნდა გამოიყენოს მთელი თავისი გავლენა რუსეთზე, რათა შეაჩეროს ეს აგრესიული ომი და ჩაერთოს უკრაინის სამშვიდობო ფორმულაში,“ – განაცხადა ლაიენმა ჩინეთი-ევროკავშირის 24-ე სამიტზე. ფონ დერ ლეიენმა ასევე განაცხადა, რომ ორივე მხარემ პასუხისმგებლობით უნდა მართოს უთანხმოება.
თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და ევროკავშირმა უნდა მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება დიალოგის გზით.
„ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ ერთმანეთი, როგორც კონკურენტებად მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სისტემები განსხვავებულია, არ უნდა შევამციროთ თანამშრომლობა იმის გამო, რომ კონკურენცია არსებობს, ან დაპირისპირებაში ჩავერთოთ, რადგან არსებობს უთანხმოება,” - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.