მიცოტაკისმა და ერდოღანმა კეთილმეზობლობის დეკლარაცია გააფორმეს

საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ოფიციალურად ახალ ფაზაში შევიდა, მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს წყალობით, რომელიც ათენში გაიმართა.

მთავრობათაშორისი სამიტის დროს, ორი ქვეყნის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს 15 შეთანხმებას, რათა ხელი შეუწყონ თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორში.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიული დეკლარაცია გააფორმეს.

წლების განმავლობაში ცივი დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, ძირითადად ეგეოსის ზღვაზე დავების გამო, რომლებიც დაკავშირებულია ექსკლუზიური ეკონომიკური ზონების დელიმიტაციასთან და ზოგიერთი პატარა კუნძულის სუვერენიტეტთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, ურთიერთობების ნორმალიზებაზე ფოკუსირდნენ.


ერდოღანი საბერძნეთში 2017 წლის შემდეგ არ ყოფილა. „დიდ კმაყოფილებას ვგრძნობ ათენში დაბრუნებით და მადლობელი ვარ თბილი დახვედრისთვის. მიცოტაკისთან ჩვენ შევთანხმდით, რომ საკომუნიკაციო არხები ღია იქნება და გვსურს, კიდევ უფრო განვავითაროთ ურთიერთობებში არსებული პოზიტიური იმპულსი,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, მიცოტაკისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ათენი და ანკარა "უნდა ცხოვრობდნენ მშვიდობიანად დაძაბულობის გარეშე". „ჩვენმა ორმხრივმა ურთიერთობებმა გარკვეული რყევები განიცადა, ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ორმა ქვეყანამ უფრო მშვიდი გზა გაიაროს,“ - აღნიშნა მიცოტაკისმა.