ქემერონი აშშ-ში: უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა საშობაო საჩუქარი იქნება პუტინისა და სი ძინპინისთვის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, უკრაინის დახმარება დაამტკიცოს.

„თუ ეს თანხები არ გამოიყოფა, მხოლოდ ორი ადამიანი დარჩება ბედნიერი. ერთი მათგანი არის ვლადიმერ პუტინი რუსეთში, მეორე არის სი ძინპინი პეკინში,“- განაცხადა ქემერონმა.

„თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მინდა, რომ ამ ორიდან რომელიმეს საშობაო საჩუქარი გავუკეთო,“ - აღნიშნა ქემერონმა Bloomberg-ის ცნობით. ქემერონი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება.