ცნობილია, რა შეზღუდვები მოიხსნება და როდიდან

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გარკვეული ნაწილი იხსნება. შეზღუდვების მოხსნის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

ღარიბაშვილმა განმარტა თუ რა შეზღუდვები მოიხსნება და როდიდან.

ხვალიდან, 25 თებერვლიდან იხსნება:

სამთო-სათხილამურო კურორტები;

მუშაობას იწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

1-ელი მარტიდან:

საბავშვო ბაღები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ, 2 კვირაში ერთხელ, თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ;

მუზეუმები და ბიბლიოთეკები მუშაობას განაახლებენ;

ბათუმში რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა);

კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება

8 მარტიდან:

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ;

მთელი საქართველოს მასშტაბით, რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა);

ამუშავდება სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები.

15 მარტიდან:

უნივერსიტეტები სასწავლო პროცესს აუდიტორიებში განაახლებენ;

სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას შეძლებენ;

ამუშავდება სასკოლო წრეები;

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ.

1 აპრილიდან:

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები სრულად აღადგენენ მუშაობას.

კონენდანტის საათი არ უქმდება.