საქსტატის ცნობითმ 2023 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 62,5 პროცენტით შემცირდა. საქსტატის თანახმად, კლების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სავალო ვალდებულებებისა და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებაა.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 316 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. მონაცემები აჩვენებს, რომ კლება ფიქსირდება არამხოლოდ გასული წლის იმავე პერიოდთან ($820,3 მლნ) შედარებით, არამედ, წინა კვარტალთანაც ($505,7 მლნ).
პირდაპირი ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზეა აშშ - 51,8 მლნ. აშშ დოლარით. მას მოყვება გაერთიანებული სამეფო (45,8 მლნ. აშშ დოლარი), ნიდერლანდი (45,3 მლნ. აშშ დოლარი). ათეულში შედიან საქართველოს მეზობელი ქვეყნები თურქეთი და აზერბაიჯანი, თუმცა არა სომხეთი და რუსეთი.