პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომღერალ ბაბი კირკიტაძის საჯარო განცხადებას ეხმაურება.
კირკიტაძის თქმით, ე.წ. ჩათებში მასზე პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება.
„კიდევ ერთხელ და ყოველთვის ვგმობ ნებისმიერ ფორმით ქალთა მიმართ ძალადობასა და ღირსების შელახვას!" - წერს სალომე ზურაბიშვილი საკუთარ Facebook გვერზე და ბაბი კირკიტაძის ფეისბუქპოსტს აზიარებს.
ბაბი კირკიტაძე ხვალ, 9 დეკემბერს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება. საგამოძიებო უწყებაში, მომღერალს გამომძიებელი 7 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დაუკავშირდა.