გერმანიის ელჩი საქართველოს ურჩევს, გონივრულად აირჩიოს მეგობრები

გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი უნგრეთისა და ევროკავშირის მიმდინარე უთანხმოებაზე საუბრისას საქართველოს ურჩევს, გონივრულად აირჩიოს მეგობრები. უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებით იმუქრება, რაც სავარაუდოდ, საქართველოზე გავლენას მოახდენს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ორბანის მოსალოდნელი ვეტო უკრაინაზე გერმანელმა დიპლომატმა დაუკავშირა ბუდაპეშტის სურვილს, მიიღოს გაყინული თანხა, რომელზე წვდომაც მას აღარ აქვს კანონის უზენაესობასთან და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.


„პირველი გაკვეთილი - აირჩიეთ მეგობრები გონივრულად. ამ წევრ ქვეყანას [უნგრეთს] სურს, რომ გამოყონ ევროავშირის გარკვეული ფონდები, რომლებიც შეჩერებული იყო. ეს მოხდა, რადგან ევროკავშირმა განსაზღვრა, რომ ამ წევრმა ქვეყანამ დარაღვია კანონის უზენაესობის გარკვეული პრინციპები და ზოგიერთი თანხა არ იყო სწორად გამოყენებული.

მეორე გაკვეთილი არის სწორედ ის, რომ ჩენ ვართ ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი. ამ ღირებულებებით კი გამომდინარეობს წესები. როდესაც თქვენ, ქართველ მეგობრებს გესაუბრებით, მიყვარს თქმა, რომ საიდუმლო არ არის, თუ როგორ უნდა შეუერთდეთ ევროკავშირს. ყველაფერი შავით თეთრზე წერია," - განაცხადა ფიშერმა.