ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. ისინი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
მათი თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა.
„მიუხედავად იმისა, რომ არავინ უნდა იყოს კანონზე მაღლა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბ-ბინაზე პოლიციის თავდასხმამ და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ზედმეტად გაამძაფრა ვითარება ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება“, - ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.