ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის.
„ერთი მხრივ, დადებითი ახალი ამბავი არის ის, რომ ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, ევროკომისიის რეკომენდაციის შესამისად, მაგრამ უარყოფითი ამბავი არის ის, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება,“ - განუცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიას 9 დეკემბერს.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.