გარემოს ეროვნული საგენტოს ცნობით, 9 დეკემბრის საღამოდან 10 დეკემბრის საღამომდე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა,“ - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.