კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებული სამი ადამიანის 31 კონტაქტი გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში უკვე დადასტურებულია კორონავირუსის ახალი შტამის სამი შემთხვევა და მათთან პირდაპირ კავშირში მყოფი 31 ადამიანი, რომელიც სამ კლასტერს აერთიანებს.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს.

„სამი დადასტურებულია სეკვენირებით და 31 ადამიანია მათთან დაკავშირებული, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამები, საუბარია ძირითადად ბრიტანულზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.