საფრანგეთი სომხეთს დამატებით, €15 მილიონს გამოუყოფს

მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად, საფრანგეთი სომხეთს დამატებით 15 მილიონ ევროს გამოუყოფს.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამატებითი დახმარების გამოყოფას პარლამენტმა მხარი 30 ნოემბერს დაუჭირა.


"ეს დამატებითი დახმარება ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, სომხეთის წითელი ჯვრის და გაეროს სააგენტოების მცდელობებს, მიიღონ და დააკმაყოფილონ ამ განსაკუთრებით დაუცველი მოსახლეობის სოციალური, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ფინანსური საჭიროებები. დახმარების ამ უკანასკნელი პაკეტით, ჩვენი საერთო კონტრიბუცია 2023 წელს 27.5 მილიონი ევრო გახდება. გადაუდებელი სამედიცინო საშუალებები გადაეცა სომხეთის მთავრობასაც და ფრანგულის საავადმყოფოები რამდენიმ პაციენტს მკურნალობენ, რომლებმაც დამწვრობა მიიღეს,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.