აშშ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ბრუნდება

ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ბრუნდება. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

”მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეერთებულ შტატები შეეცდება აირჩიონ ადამიანის უფლებათა საბჭოში 2022-24 წლის ვადით. ჩვენ თავმდაბლურად ვთხოვთ საბჭოს წევრებს , მხარი დაუჭირონ ჩვენს მისწრაფებას, რომ ისევ გავხდეთ ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრები ”- თქვა ბლინკენმა ჟენევაში მყოფ ორგანოს ვიდეომიმართვაში.

ბლინკენის თქმით, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ნაწილობრივ იზიარებს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საბჭოს მისამართით გამოთქმულ კრიტიკას. კონკრეტულად კი ისრაელთან მიმართებაში საბჭოს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წლის 20 ივნისს დატოვა.