მსახიობი რაიან ო'ნილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შემსრულებლის გარდაცვალების შესახებ ინსტაგრამის პოსტში მისმა შვილმა პატრიკ ო'ნილმა განაცხადა.
Reuters-ი წერს, რომ გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა. თუმცა გამოცემა წერს, რომ 2012 წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მაშინ ითქვა, რომ მოსალოდნელი იყო სრული გამოჯანმრთელება.
კარიერა მან 60-იან წლებში საპნის ოპერა Peyton Place-ში შესრულებული როლით დაიწყო. მსოფლიო პოპულარობა ო'ნილს, მათ შორის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები, 1970 წელს მელოდრამა Love Story-ში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა.