"პოლიტიკური განსხვავებები ძალით ვერ გადაწყდება", - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა.
ჰაავისტო მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
"ძალიან დამწუხრებული საქართველოში დაძაბულობის ესკალაციაზე. პოლიტიკური განსხვავებები ძალით ვერ გადაწყდება. ყველა პარტიას თავშეკავებისკენ, პოლიტიკური დიალოგისკენ და კანონის უზენაესობის, დემოკრატიული განვითარების პატივისცემისკენ მოვუწოდებ", - წერს ჰაავისტო.