Reuters: ბულგარეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის გახსნა სერბეთს საშუალებას მისცემს, რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს

სერბეთმა გაზის მიწოდების დივერსიფიცირებისთვის ბულგარეთთან დამაკავშირებელი მილსადენი გახსნა.

მილსადენის გახსნის ცერემონიას სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და მისი ბულგარელი და აზერბაიჯანელი კოლეგები რუმენ რადევი და ილჰამ ალიევი დაესწრნენ.


Reuters-ის ცნობით, ახალი მილსადენი, რომელიც სერბეთს ბულგარეთთან აკავშირებს, მიზნად ისახავს, შეამციროს სერბეთის დამოკიდებულება რუსულ გაზზე. სერბეთსა და ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს ახლა აზერბაიჯანულ ექსპორტზე ექნებათ წვდომა.

15 ნოემბერს სერბეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ.