ჩინეთის ელჩი „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ მშენებლობის დაჩქარებასა და შუა დერეფნის ფარგლებში კოორდინაციის გაძლიერებაზე საუბრობს.
ჭოუ ციენის თქმით, „საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც ყველაზე ადრე გამოეხმაურა „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივას და დღემდე მისი ძალიან აქტიური მონაწილეა.“
„მიმდინარე წლის ივლისში ჩინური და ქართული მხარეების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განავითარონ ინვესტიციები და ვაჭრობა ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტრანსპორტირება, კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, შუა დერეფნის მშენებლობისა და განვითარების მიმართულებით და სხვა, გამოიყენონ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ჩინური ნაწარმის დასავლურ ბაზარზე შეუფერხებელი ექსპორტისთვის“.
ჩინურ და ქართულ მხარეებს შორის ხელმოწერილი „თანამშრომლობის გეგმა ერთი სარტყელი – ერთი გზის ერთობლივი მშენებლობის შესახებ“ მოიცავს შემდეგ საკითხებს: ორ ქვეყანას შორის მაღალხარისხიანი პროდუქტებით ვაჭრობის გაფართოება, ტურიზმის, ფინანსებისა და სხვა მომსახურებებით ვაჭრობის გაძლიერება, ჩინური კომპანიების წახალისება ისეთ დარგებში ინვესტიციების განხორციელებისკენ, როგორებიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, წარმოება და საინფორმაციო ტექნოლოგიები და ამ თანამშრომლობის შინაარსი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს „შუა დერეფნის“ მშენებლობას, ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი განვითარების სტრატეგია, რომლის მიზანია საკუთარ თავზე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის როლის აღება ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთსა და სხვა ქვეყნებთან ერთად.
მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევან დავითაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთში და დაესწრო პეკინში გამართულ რიგით მესამე საერთაშორისო თანამშრომლობის სამიტს, რომელზეც პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოაცხადა ჩინეთის მიერ „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ მაღალხარისხიანი განვითარების მხარდაჭერის რვაპუნქტიანი გეგმა. აქედან პირველია ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ბლოკმატარებლის განვითარება და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობა.
როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობას, ასევე ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელი ექსპრესრკინიგზის გაფართოებას, ორივეს უდიდესი პოტენციალი აქვს შუა კორიდორის პროექტთან უფრო ღრმა ინტეგრაციისა. მჯერა, რომ ორივე ქვეყნის შესაბამისი ორგანოები შეიმუშავებენ გეგმას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ერთობლივი მშენებლობის დაჩქარება, შუა კორიდორის ფარგლებში კოორდინაციის გაძლიერება და ამ მიმართულებით მიაღწევენ უფრო მეტ შედეგებს,“ - განაცხადა ჭოუ ციენმა საზოგადოებრივ მაუწყეველთან ინტერვიუში.