ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს გერმანიაში 10 წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიაში 10 წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს ერაყელ სასულიერო პირს, აჰმად აბდულაზიზ აბდულა აბდულას, რომელიც აბუ ვალაას სახელით არის ცნობილი და ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის გაასამართლეს.

უცხოური მედიის ცნობით, როგორც ბრალდებაშია აღნიშნული, აბუ ვაალი ხელმძღვანელობდა ჯიჰადისტურ ქსელს, რომელიც ევროპაში ახალგაზრდების რადიკალიზაციას ეწეოდა და მათ ერაყსა და სირიაში გამგზავრებაში ეხმარებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ქალაქ ჰილდესჰაიმის მეჩეთის იმამი აბდულა, მთელი გერმანიიდან იზიდავდა ისლამისტებს და რომელიც მოგვიანებით დახურა ხელისუფლებამ.

ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ცელეს სასამართლომ 37 წლის აბდულა დამნაშავედ ცნო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობაში, ძალადობრივი აქტების მომზადებაში და ტერორიზმის დაფინანსებაში. აბდულა ვაალასთან ერთად გაასამართლეს კიდევ სამი პირი, რომელთაც რვა წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

კიდევ ერთ სასამართლო პროცესში ქალაქ კობლენცში სასამართლომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის უშიშროების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს ოთხი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა სამოქალაქო პირების წამების ბრალდებით.