„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.
კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხები ასე განაწილდა:
16% - კარგად
41% - საშუალოდ
30% - ცუდად
11% - უარი პასუხზე
1% - არ ვიცი
კითხვას როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა დადებითად 29%-მა შეაფასა, 37%-მა საშუალოდ, 26%-მა კი ცუდად შეაფასა. მარტის თვესთან შედარებით, გამოკითხვის მაჩვენებლები მცირედით არის შეცვლილი.
NDI-ს შეფასებით, თბილისელები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები პრემიერს ოდნავ უფრო კრიტიკულად აფასებენ. ყველაზე კარგად კი პრემიერის საქმიანობას სოფელში აფასებენ, აქ მის საქმიანობას 36% იწონებს, 36% საშუალოდ აფასებს და მხოლოდ 22%-ს არ მოსწონს. სოფლების შემდეგ პრემიერის მუშაობით ყველაზე კმაყოფილები პატარა ქალაქებში არიან, სადაც მან გამოკითხულთა 34%-ის დადებითი შეფასება დაიმსახურა, 38%- მის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 24% კი -ცუდად.
რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, პრემიერ მუშაობა ყველაზე მეტად 55 წელს ზემოთ მყოფ გამოკითხულებს მოსწონთ, რომელთა 37% მთავრობის მეთაურის მუშაობას კარგად აფასებს.
რომ ოპოზიციის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა პრემიერის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.
კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.