თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც გარკვეულ დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს“,
სამშენებლო ამნისტია არის ერთჯერადი აქტი, რომელიც 2020 წლის აგვისტომდე აშენებულ უნებართვო შენობებს და ჩაუბარებელ ობიექტებს ეხება.
თბილისის მერიამ კანონპროექტი უკვე წარუდგინა პარლამენტს. მერიის ცნობით, ამნისტია ეხება ყველა ტიპის მშენებლობას: პირველიდან მეხუთე კლასის ჩართვით. დარღვეული K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, განაშენიანების ხაზები და სიმაღლე - ყველა დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამისი ექსპერტის დასკვნა იქნება.