შვედეთი უკრაინას $134 მილიონის დახმარებას გადასცემს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი დახმარების შესახებ ოფიციალურად 14 დეკემბერს გამოცხადდება.
ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანხიდან 86 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკის მიერ შექმნილ ფონდში უკრაინის ძირითადი ინფრასტრუქტურის – ენერგეტიკის, საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის მხარდასაჭერად გამოიყოფა. კიდევ 28,7 მილიონი აშშ დოლარი ჩაირიცხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაარსებულ უკრაინის გარემოსა და ენერგეტიკის ფონდის ანგარიშზე.
შვედეთის მიერ უკრაინისთვის გაღებული დახმარების ოდენობა 2,87 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.