უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას შეფასებით, თუ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს ეტყვიან, ამას „დამანგრეველი შედეგები“ მოჰყვება როგორც კიევისთვის, ისე თავად ევროკავშირისთვის.
ევროკავშირის ლიდერები 14-15 დეკემბერს გამართავენ უმაღლეს დონეზე შეხვედრას.
მანამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.
„ვერ წარმოვიდგენ, არც მინდა ვილაპარაკო იმ დამანგრეველ შედეგებზე, რაც მოხდება, თუკი [ევროპული] საბჭო არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნა კულებამ.
უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ხანმოკლე საუბარი ჰქონდა არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს. ამ ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს. ინაუგურაცია არგენტინის პარლამენტში იმართება.
დამატებითი დეტალები და ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ მანამდე, არგენტინიდან გამართა სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელმაც ორბანს ელისეის სასახლეში რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა. ამ შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის პოზიცია მკაფიო რჩება.
შეგახსენებთ, უნგრეთი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ უჭერს. საერთაშორისო მედია აქტიურად წერს, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა უნგრეთს ის თანხები განუბლოკოს, რომელიც კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეუჩერა.