ზელენსკი ორბანს არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ხანმოკლე საუბარი ჰქონდა არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს. ამ ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს. ინაუგურაცია არგენტინის პარლამენტში იმართება.

დამატებითი დეტალები და ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ მანამდე, არგენტინიდან გამართა სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელმაც ორბანს ელისეის სასახლეში რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა. ამ შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის პოზიცია მკაფიო რჩება.


შეგახსენებთ, უნგრეთი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ უჭერს. საერთაშორისო მედია აქტიურად წერს, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა უნგრეთს ის თანხები განუბლოკოს, რომელიც კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეუჩერა.

ევროკავშირის ლიდერები 14/15 დეკემბერს შეიკრიბებიან და გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც ამ პერიოდში გახდება ცნობილი.